85 მილიონი სანჩოში - მანჩესტერმა პირად შეთანხმებას მიაღწია
Aa
Aa

85 მილიონი სანჩოში - მანჩესტერმა პირად შეთანხმებას მიაღწია

ჯერ კიდევ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჯეიდონ სანჩოს გადაბირება სურდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს არ მოხდა. ახალი არც ის გახლავთ, რომ ინგლისური გრანდი წელსაც იჩენს ინტერესს.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, რომელიც ტრანსფერებთან დაკავშირებით საკმაოდ სანდოა ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ სულშერის გუნდმა ინგლისელი შემტევისთვის 85 მილიონი ევრო გამოყო და ფეხბურთელთან პირადი დეტალები შეათანხმა. ფაბრიციო იმასაც წერს, რომ ახლა გადახდის მეთოდებზე მიდის დისკუსია და სულ მალე ყველაფერი ცნობილი გახდება.

სანჩო „დორტმუნდში“

ახალგაზრდა ნახევარმცველი გერმანულ კლუბში 2017 წელს ჩაირიცხა. დღემდე ჯეიდონმა „ბორუსიას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 137-ჯერ მოირგო, 50 გოლი გაიტანა და 64 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები