უდიდესი დანაკლისი - ბილი გილმორს კორონავირუსი დაუდგინდა
Aa
Aa

უდიდესი დანაკლისი - ბილი გილმორს კორონავირუსი დაუდგინდა

შოტლანდიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის გამართვა თავისი ერთ-ერთი ლიდერის გარეშე მოუწევს. შოტლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ბილი გილმორს კორონავირუსი დაუდგინდა.

„ბილი გილმორს Covid-19 დაუდასტურდა. ინგლისში არსებული პროტოკოლის მიხედვით, იგი მომდევნო 10 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს და ხორვატიასთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს“.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უცნობია შოტლანდიის ნაკრებში სხვა ინფიცირებულები თუ არიან და ხორვატიასთან მატჩში „სკოტებს“ სხვა დანაკლისიც თუ ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ გილმორმა ინგლისთან მატჩში ბრწყინვალედ იასპარეზა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ბრიტანული ჯახის შემდეგ, იგი ისეთმა ცნობილმა ფეხბურთელებმა შეაქეს, როგორებიც პატრიკ ვიეირა, გრემ სუნესი და გარი ნევილი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები