უელსელებმა დაიჩოქეს, იტალიის ნაკრების ნაწილმა და მსაჯებმა - არა
Aa
Aa

უელსელებმა დაიჩოქეს, იტალიის ნაკრების ნაწილმა და მსაჯებმა - არა

იტალიისა და უელსის მატჩის დაწყებამდე Black Lives Matter-ის აქციას უელსის ნაკრების ყველა მოთამაშე შეუერთდა და დაიჩოქა, თუმცა იტალიის ნაკრების ფეხბურთელთა ნახევარმა და მსაჯებმა ეს არ გააკეთეს.

ბელოტი, პესინა, ბერნარდესკი, ტოლოი, კიეზა და ემერსონი არიან ფეხბურთელები, რომლებმაც „სკუადრა აძურას“ რიგებში მუხლი მოიდრიკეს.

დონარუმა, ბონუჩი, ბასტონი, ჟორჟინიო, ვერატი - მათ მუხლის მოდრეკაზე უარი თქვეს. ასევე აქციას არცერთი მსაჯი არ შეუერთდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრებმა ამ აქციაში მონაწილეობა პირველად მიიღო. აქამდე „სკუადრა აძურას“ არცერთი მატჩის წინ მუხლის მოდრეკაზე არ უფიქრია.

დაჩოქება დასრულდა? ინგლისში ახალი ჟესტის მოფიქრებას გეგმავენ

ინგლისის წამყვან ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელები რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ახალი ჟესტის მოფიქრებას გეგმავენ.

გასული წლის მაისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ, სპორტსმენები მატჩების წინ მუხლს რეგულარულად იდრეკდნენ. ხსენებულ აქციას Black Lives Matter-ის სახელით ვიცნობთ.

ინგლისის საფეხბურთო ლიგა (EFL), რომელშიც თავმოყრილია ჩემპიონატის, ლიგა 1 და ლიგა 2-ის კლუბები, მუხლის მოდრეკის შესაძლო ალტერნატივებს განიხილავენ.

გადაწყვეტილების მიღებამდე ფეხბურთელები, კლუბების წარმომადგენლები და გულშემატკივრები გამოიკითხებიან, რის შემდეგაც წესით ცვლილება უნდა დამტკიცდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები