Aa
Aa

"გაბუნიას იტალიის მესამე სამოყვარულო ლიგაში გაშვებას არ ვაპირებთ" - ქსკ "ლანჩხუთის" პოზიცია

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ქალთა ნაკრებისა და ქსკ „ლანჩხუთის“ მეკარეს თათია გაბუნიას იტალიის სერია C-ს(მესამე ლიგა) D დივიზიონის კლუბი „აპრილია რასინგი“ ეპატიჟება.

სოციალურ ქსელში ქალთა საფეხბურთო კლუბის „ლანჩხუთის“ მიმართ ნეგატიური კომენტარები გაჟღერდა. საუბარი ძირითადად იმაზე მიმდინარეობდა, რომ გურული კლუბი ვალდებულია გაბუნია სრულიად უსასყიდლოდ გაუშვას იტალიაში სათამაშოდ. აღსანიშნავია, რომ თათიას თავის კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით Crystalsport ქსკ „ლანჩხუთს“ დაუკავშირდა და კომენტარის გაკეთება სთხოვა.

„“აპრილია რასინგი“ გახლავთ იტალიის სერია C-ს(მესამე ლიგა) D დივიზიონის სამოყვარულო კლუბი. გვინდა განვაცხადოთ, რომ არ ვაპირებთ თათია გაბუნიას ისეთ კლუბში გაშვებას, სადაც ვერ განვითარდება და არც თავად თათიას სურს ხსენებულ გუნდში წასვლა. თანაც გეტყვით, რომ თათია გაბუნიას ჩვენთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.“ - განაცხადა კლუბის წარმომადგენელმა

ცნობისთვის, 21 წლის მეკარე 2016 წლიდან საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობს. მთავარ ნაკრებში კი დღემდე 8 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ასევე გეტყვით, რომ საქართველოს ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ქსკ „ლანჩხუთი“ გახდა პირველი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. თათია გაბუნია კი ხსენებულ ტურნირზე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ფეხბურთი იყო. რაც შეეხება „ლანჩხუთს“, 21 წლის კარის დარაჯი გურულ კლუბში 2014 წლიდან ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები