Aa
Aa

"ფრე გადაღლილობის ბრალია" - ლანჩხუთის ფეხბურთელები კვარტალთან მატჩზე

ქალთა ლიგის მე-10 ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. მოქმედმა ლიდერმა „ლანჩხუთმა“ თბილისის „კვარტალს“ უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ დრამატულად წარიმართა. მატჩში გოლები ირინა ხაბურზანიამ და ნათია დანელიამ გაიტანეს.

შეხვედრის შემდეგ, Crystalsport „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებს ესაუბრა.

ნინი ჩხარტიშვილი

ვფიქრობ, თამაშის ვერმოგება გადაღლილობის ბრალი იყო. ნაკრებში 10 ფეხბურთელი ვიყავით გამოძახებული და დიდი ძალა წაიღო ნაკრების მატჩებმა . გვეტყობოდა გადაღლილობა და ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ . ბურთს ვაკონტროლებდით და ყველაფერში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ბოლო ფაზაში ვერ ვასრულებდით გოლით შეტევას. მაინც დადებითად შევაფასებ მატჩს. უბრალოდ არ გაგვიმართლა რადგან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ . შემდეგი თამაშისთვის მოვიკრებთ ძალებს და ვეცდებით გამოვასწოროთ ქულების დაკარგვა.

სოფო ნარსია

„კვარტალი საკმაოდ კარგი მოწინააღმდეგეა ვფიქრო ეს შედეგი იმიტო დავდეთ, რომ გადაღლილები ვიყავით ნაკრებიდან გამომდინარე. ჩვენი 10 ფეხბურთელი ნაკრებში იყო გამოძახებული და 2 ამხანაგური თამაში ჩავატარეთ. შესაბამისად შეგვეტყო გადაღლილობაც და ჩვენთვის სასურველი შედეგი ვერ დავდეთ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა. ალბათ აუცილებელი იყო ეს შედეგი ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტი მოტივაციით და მონდომებით გავაგრძელოთ ჩემპიონატი.“

ნინი გუჯაბიძე

„კვარტალი საკმაოდ კარგი და ანგარიშგასაწევი გუნდია. ყველა მოთამაშე მობილიზებული ვიყავით ამ მატჩისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავი იჩინა დაღლილობამ. ჩემპიონატის თამაშები ყოველ 5 ან 4 დღეში ტარდება, ამას დაემატა სანაკრებო შეკრება და თამაშები. ვფიქრობ, რომ ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ დღეს ფრე ვითამაშეთ არის დაღლილობა და ორგანიზმის გამოფიტვა, მაგრამ აუცილებლად აღვიდგენთ ძალებს და მოვემზადებით შემდეგი თამაშებისთვის. ამით ყველაფერი არ დამთავრებულა, ჩვენ ისევ გავაგრძელებთ სწრაფვას ჩვენი მიზნებისაკენ.“

თეონა თოდაძე

„დასანანია ქულების დაკარგვა. ცოტა იღბალიც კარგი იქნებოდა ჩვენ მხარეს, რომ ყოფილიყო. ბევრი კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. აღვნიშნავ იმასაც, რომ მოწინააღმდეგე კარგი გუნდია. იბრძოლეს, რამაც შედეგი გამოიღო მათთვის. ახლა შემიძლია ის ვთქვა, რომ ეს თამაში უნდა დავივიწყოთ. შემდეგ ტურში "ნიკეს" ვხვდებით და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. დღევანდელი თამაშისთვის და ბრძოლისთვის მადლობა გოგოებს. მინდა გამოვყო ჩვენი გულშემატკივრები, რომლებიც მუდამ მხარს გვიჭერენ. დღევანდელი შედეგით არაფერი დასრულებულა. აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის.“

თეონა ბაქრაძე

ჩემი აზრით დღევანდელი თამაში მოსაგები იყო. სამწუხაროდ იმ ფაქტორმა რომ გადაღლილები ვართ ეს შედეგი გამოიწვია. ფრე ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. ახლა მთავარია მოვბილიზდეთ შემდეგი მნიშვნელოვანი თამაშისთვის.

სატურნირო მდგომარეობა

10 ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა ლიგას 28 ქულით „ლანჩხუთი“ ლიდერობს. მეორე პოზიციაზეა „კვარტალი“ 21 ქულით, ხოლო „ნიკეს“ 20 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე მოგვევლინა. შეგახსენებთ, რომ მომავალ ტურში გივი კვარაცხელიას გუნდი „ლანჩხუთს“ უმასპინძლებს. ეს დაპირისპირება კი ტურის ცენტრალურ მატჩად მოინათლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები