Aa Aa
17 ივნისი 2021  |  09:45

Playoff P! - კლიპერსმა იუტა კავაი ლეონარდის გარეშე დაამარცხა

„ლოს ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერმა, პოლ ჯორჯმა გააკეთა ის, რასაც მისგან დიდი ხანია ითხოვენ. „პიჯი-13-მა“ „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ საოცარი შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა.

კავაი ლეონარდის ტრავმის გამო, „ჯაზი“ აშკარა ფავორიტი გახლდათ და პირველი ტაიმი 5 ქულითაც მოიგო. მეორე ნახევარში ინიციატივას „კლიპერსი“ დაეუფლა და მესამე მეოთხედში მეტოქეზე 14-ით მეტი ქულის ჩაგდების შემდეგ, სასურველ შედეგს მიაღწია - 119-111.

პოლ ჯორჯი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და 37 ქულა, 16 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. იგი „კლიპერსის“ ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში მინიმუმ 35 ქულა, 15 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ჯორჯის გარდა, 25 ქულით მარკუს მორისი გამოირჩა, ხოლო რეჯი ჯექსონი 22 ქულას დასჯერდა.

„იუტას“ 32 ქულით ბოიან ბოგდანოვიჩმა ულიდერა. დონოვან მიჩელს 21 ქულა ჰქონდა, რუდი გობერმა 17 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა, ხოლო ჯორდან კლარკსონმა მატჩი 15 ქულით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ კავაი ლეონარდი სავარაუდოდ, მეექვსე შეხვედრასაც გამოტოვებს და „კლიპერსს“ ფონს გასვლა მის გარეშე მოუწევს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში