არნაუტოვიჩს დედის გინებისთვის 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
Aa
Aa

არნაუტოვიჩს დედის გინებისთვის 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

უეფამ ცოტა ხნის წინ მარკო არნაუტოვიჩი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

როგორც მოგეხსენებათ, ავსტრიელთა ფორვარდმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში გოლის აღნიშვნისას ალიოსკისა და ბეიტულაის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ორივე მათგანი წარმოშობით ალბანეთიდან არის, ხოლო არნაუტოვიჩს სერბული ფესვები აქვს.

როგორც ირკვევა გოლის აღნიშვნისას არნაუტოვიჩმა ალიოსკისა და ბეიტულაის დედა აგინა და მათ წარმომავლობას შეეხო...

შეგახსენებთ, რომ ავსტრიამ მატჩი 3:1 მოიგო და ჯგუფში ჯერჯერობით პირველ ადგილზე იმყოფება.

მეორე ტურში ავსტრიელები ნიდერლანდებს არნაუტოვიჩის გარეშე დაუპირისპირდებიან, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები