„თქვენთვის მხოლოდ ფულია მნიშვნელოვანი
Aa
Aa

„თქვენთვის მხოლოდ ფულია მნიშვნელოვანი" - ბოლივიელი ფეხბურთელი CONMEBOL-ს აკრიტიკებს

ბოლივიის ნაკრების ფეხბურთელმა, მარსელო მორენომ CONMEBOL გააკრიტიკა. „ლა ვერდეს“ მოთამაშემ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ CONMEBOL მხოლოდ ფინანსურ მხარეზეა ორიენტირებული.

„დიდი მადლობა CONMEBOL-ს ამისთვის. ეს ყველაფერი ნამდვილად თქვენი ბრალია. ვიღაც რომ გარდაიცვალოს, მერე რას იზამთ? თქვენთვის მხოლოდ ფულია მნიშვნელოვანი. ფეხბურთელის სიცოცხლე თქვენთვის არაფერს ნიშნავს“?

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კოპა ამერიკაზე კორონავირუსის 52 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 19 ფეხბურთელია. ბოლივიური პრესის ინფორმაციით, მარსელო მორენო ერთ-ერთი მათგანი გახლავთ და „ლა ვერდეს“ პირველ შეხვედრაში განაცხადს მიღმა სწორედ ამიტომ დარჩა.

ცნობისთვის, კოპა ამერიკის მომდევნო შეხვედრები 18-19 ივნისს გაიმართება და კოლუმბია-ვენესუელას, ბრაზილია-პერუს, ჩილე-ბოლივიასა და არგენტინა-ურუგვაის დაპირისპირებებს ვიხილავთ. სამხრეთ ამერიკული გამოცემები ტურნირის შესაძლო ჩაშლაზეც საუბრობენ და ვარაუდობენ, რომ თუ Covid-19-თან დაკავშირებით ვითარება არ გამოსწორდა, რადიკალური ზომების მიღება მოხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები