Aa Aa
16 ივნისი 2021  |  15:55

კონფერენს ლიგა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი - ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქართული კლუბები პირველ ეტაპს გაივლიან, მათი სავარაუდო მეტოქეები იქნებიან:

დინამო ბათუმი" / ბატე" (ბელარუსი)

დილა" / აპლონი"  (კვიპროსი), სადაც ქართველი ლეგიონერები - გიორგი პაპუნაშვილი და რევაზ ინჯგია გამოდიან.

გაგრა" / მაკაბი" (ისრაელი).

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 22 - 29 ივლისს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე  „დინამო" ბათუმი  „ტრე პენე" (სან მარინო), გორის  „დილა"  „ჟილინას" (სლოვაკეთი), ხოლო  „გაგრა" „სუტიესკას" (მონტენეგრო) დაუპირისპირდება. 

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8 და 15 ივლისს გაიმართება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში