ოქტაგონს სექტემბერში დაუბრუნდება - დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია
Aa
Aa

ოქტაგონს სექტემბერში დაუბრუნდება - დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ოქტაგონზე სექტემბერში დაბრუნდება. მერაბი მორიგ შეხვედრას UFC-ის სატიტულო ბრძოლის ყოფილი მონაწილის წინააღმდეგ გამართავს და მარლონ მორაესს დაუპირისპირდება.

ეს ინფორმაცია თავდაპირველად დვალიშვილის მწვრთნელმა, რეი ლონგომ Anik & Florian-ის პოდკასტში საუბრისას გააჟღერა, მოგვიანებით კი MmaFighting.com-მა დაადასტურა. გამოცემა UFC-ის გეგმების შესახებ ინფორმაციის მქონე ადამიანებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მერაბისა და მორაესის ბრძოლა სავარაუდოდ, UFC 266-ზე გაიმართება, რომელიც 25 სექტემბერსაა ჩანიშნული

შეგახსენებთ, რომ მორაესს კარიერაში 32 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 23 მოგება, 8 წაგება და 1 ფრეა. ბრაზილიელს საჩემპიონო ქამრის მოპოვება ჰენრი სეხუდოსთან ჩხუბისას შეეძლო, თუმცა ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. სხვათა შორის, მორაესს UFC-ში გამართული ბოლო 4 ბრძოლიდან 3 ტექნიკური ნოკაუტით აქვს წაგებული, ერთხელ კი ჟოზე ალდოს აჯობა.

მერაბს რაც შეეხება, დვალიშვილის 17 ბრძოლიდან 13 გამარჯვება აქვს და UFC-ში ზედიზედ 6-ჯერ იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები