ჰალეს საკვალიფიკაციო: ბასილაშვილი ნახევარფინალში გავიდა!
Aa
Aa

ჰალეს საკვალიფიკაციო: ბასილაშვილი ნახევარფინალში გავიდა!

საჩოგბურთო სამყარო მთლიანად „როლან გაროსზეა“ გადართული, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის გერმანიაში საკმაოდ საინტერესო ამბები ხდება. ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მონაწილეობს.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში რუდოლფ მოლეკერი დაძაბულ ბრძოლაში 7:6 7:6 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. გერმანელი მეტოქე საკმაოდ კარგად თამაშობდა და ნიკოლოზს ორივე სეტის მოგება ტაი-ბრეიკზე მოუწია.

ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის 96-ე ნომერს იანიკ ჰანფმანს შეხვდება. გეტყვით, რომ ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს. მატჩი 13 ივნისს, თბილისის დროით 13:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები