უარი ბარსელონას - ბუფონს სკამზე ჯდომა არ უნდა
Aa
Aa

უარი ბარსელონას - ბუფონს სკამზე ჯდომა არ უნდა

ესპანური გამოცემა SPORT იუწყება, რომ კატალონიის „ბარსელონას“ ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის გადაბირება სურდა, თუმცა ვეტერანმა კარის დარაჯმა „ბლაუგრანას“ უარი უთხრა.

„ჯიჯიმ“ „იუვენტუსი“ დატოვა და ამ მომენტისთვის თავისუფალი აგენტია. მას ნებისმიერ კლუბში შეუძლია გადასვლა, თუმცა ბუფონის გეგმებში გამუდმებით სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ შედის.

SPORT-ის ინფორმაციით კი „ბარსელონამ“ ჯანლუიჯის მეორე მეკარის სტატუსი შესთავაზა. ეს, რა თქმა უნდა, ბუფონისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და უარი სწორედ ამიტომ თქვა.

ბუფონის აუხდენელი ოცნება

ჯამში ბუფონმა "იუვენტუსის" მაისური 685-ჯერ მოირგო. ჯანლუიჯის მრავალწლიან კარიერაში უამრავი ტიტული აქვს მოგებული, თუმცა ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია. სხვადასხვა ინტერვიუებიდან ცნობილია, რომ მისი ოცნება, სწორედ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგებაა.

იტალიელი ლეგენდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსთან" ერთად სამჯერ იყო. პირველად ეს 2003 წელს მოხდა. "ბებერი ქალბატონი" "მილანთან" პენალტების სერიაში დამარცხდა. მეორედ 2015 წელს. ალეგრის გაწვრთნილი შეგირდები "ბარსელონას" დაუპირისპირდნენ და 1:3 დამარცხდნენ. უკანასკნელად კი იუვე 2017 წელს მადრიდის "რეალს" შეერკინა და ისევ დამარცხდა. ამჯერად 1:4.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები