ლიკა კვირკველია და ტენერიფე ჩემპიონები გახდნენ!
Aa
Aa

ლიკა კვირკველია და ტენერიფე ჩემპიონები გახდნენ!

ზაზა ფაჩულიას აკადემიის აღზრდილი 16 წლის კალათბურთელი ლიკა კვირკველია ერთ თვეზე მეტია ესპანეთში, კონკრეტულად კი  „ადერევა ტენერიფეში“ თამაშობს.

ცნობილი გახდა, რომ ლიკა საკუთარ გუნდთან ერთად ადგილობრივი კუნძულის ჩემპიონი გახდა. „ადარევამ“ ფინალში „ლა ვიქტორია“ დიდი ანგარიშით 80:43 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ქართველი კალათბურთელის წვლილი საკმაოდ დიდია.

კვიკრველიამ პარკეტზე 21 წუთი და 48 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 18 ქულას, 12 მოხსნას და 6 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ასევე ლიკას 4 ბლოკიც ჰქონდა და მის წინააღმდეგ 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

ჩემპიონობის შემდეგ, ლიკა კვირკველიამ Crystalsport-თან ისაუბრა.

რა თქვა ლიკამ?

„ერთ თვეზე ცოტა მეტია რაც აქ ვარ და უკვე ჩემპიონი გავხდი. გამარჯვება საკმაოდ ემოციური იყო და ძალიან გამიხარდა. სამომავლოდ უფრო დიდი გეგმები მაქვს.

ძალიან კარგი გუნდი მყავს. ადგილი კი განვითარებისთვის შესანიშნავია. თავს როგორც ოჯახში ისე ვგრძნობ. შესანიშნავი და მეგობრული გუნდელები მყავს. მწვრთნელები კი ყველანაირად ცდილობენ ჩემს განვითარებას.“

შეგახსენებთ, რომ ლიკა „ადარევა ტენერიფეში“ სრული დაფინანსებით ვარჯიშობს. ქართველი კალათბურთელი ესპანურ კლუბში 3 წლის განმავლობაში იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები