შეხვედრა პრეზიდენტთან - პიკე ხელფასის შემცირებაზე თანახმაა
Aa
Aa

შეხვედრა პრეზიდენტთან - პიკე ხელფასის შემცირებაზე თანახმაა

„ბარსელონას“ 34 წლის ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე ხელფასის შემცირებას დათანხმდა. ინფორმაციას TV3 ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ჟოან ლაპორტამ რამდენიმე ფეხბურთელს გუნდში დარჩენის შემთხვევაში ხელფასის შემცირება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ტრანსფერზე დაყენება განიხილებოდა. სიაში პიკესთან ერთად ალბა, ბუსკეტსი და სერხი რობერტო იმყოფებიან.

დღეს კი პიკემ პრეზიდენტის შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა. წყაროს ცნობით, ფეხბურთელი ლაპორტას შეხვდა, სადაც საუბრის თემა განვლილი სეზონი, კუმანის დარჩენა და კლუბის ფინანსური მდგომარეობა იყო.

პიკეს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და სავარაუდოდ ესპანელი კარიერას სწორედ „კამპ ნოუზე“ დაასრულებს.

აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონას“ ოფიციალურმა ვებ გვერდმა დღეს პრესეზონის დაწყების თარიღი გაასაჯაროვა. კატალონიელები მომზადებას 9 ივლისიდან დაიწყებენ.

ფიზიკური შემოწმების შემდეგ, პირველ ვარჯიშს გუნდი 12 ივლისს გამართავს, თუმცა ევრიპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის გამო, კუმანის განკარგულებაში თავდაპირველად მხოლოდ გუნდის ნახევარი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები