ჰოლანდს ამჯობინა - აბრამოვიჩის პრიორიტეტი ჰარი კეინია!
Aa
Aa

ჰოლანდს ამჯობინა - აბრამოვიჩის პრიორიტეტი ჰარი კეინია!

სპორტულ პრესაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ „ჩელსი“ ერლინგ ჰოლანდით ინტერესდებოდა და რომან აბრამოვიჩი მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

იტალიური გამოცემა Calciomercato ჟურნალისტ დი მარციოზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა ოლიგარქმა ახალი გადაწყვტილება მიიღო. აბრამოვიჩს ნორვეგიელ თავდამსხმელზე მეტად ჰარი კეინი მოსწონს.

თავისმხრივ, „ტოტენჰემის“ შემტევს ინგლისის დატოვება არ სურს და მისი შეძენა გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე ჰოლანდის.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის  „დორტმუნდის“ ვარსკვლავი Transfermarkt-ის მიხედვით 130 მილიონი ევრო ღირს. ინგლისელი ფორვარდი კი 120 მილიონი.

ასევე გეტყვით, რომ ერლინგ ჰოლანდით რამდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდება და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნორვეგიელზე დიდი ბრძოლა გაჩაღდება. საქმეში მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“, და „სიტი“ არიან ჩართული, თუმცა მანჩესტერული გრანდი პარალელურად ჰარი კეინის ტრანსფერზეც მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები