დავით წიკლაური :
Aa
Aa

დავით წიკლაური : "დაიწერა ქართული კრივის მორიგი ისტორია"

პარიზში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე ესკერხან მადიევმა და გიორგი ხარაბაძემ ტოკიოში გასამართი ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები მოიპოვეს.

მადიევმა უკრაინელი მეტქო დაამარცხაა,ხოლო ხარაბაძემ შვედს აჯობა.

ამირაგად ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით სამი მოკრივე იასპრეზებს. შეგახსენებთ,რომ სახილ ალახვერდოვმა ოლიმპიადაზე გამოსვლა უფლება რამდენიმე თვის წინ გაინაღდა.

ისტორიული გამარჯვევებიბის შემდეგ კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა სოციალურ ქსელში განაცხადება გააკეთა.

ლიცენზია... ეს არის გზა ოლიმპიადისკენ, რომელიც სამმა ქართველმა მოკრივემ წარმატებით გაიარა. ამით დაიწერა ქართული კრივის მორიგი ისტორია.თავდაუზოგავი შრომით მიღწეულ იქნა მორიგი ისტორიული შედეგი. სახილ ალახვერდოვმა, ესკერხან მადიევმა და გიორგი ხარაბაძემ ქართული კრივის ისტორია დაწერეს. ვულოცავ ბიჭებს მიღწეულ შედეგებს, მათი შრომისმოყვარეობით ეს შედეგი დადგა. ასევე, ვულოცავ თითოეულ კრივის გულშემატკივარს. ეს ყველაფერი ერთობლივი მუშაობის და გვერდშიდგომის შედეგია. მსურს, რომ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ნაკრების მწვრთნელებს ბეჟან ჭიჭინავას, ილია ტლაშაძეს და თეიმურაზ ოჩიგავას, მათი თავდაუზოგავი შრომით იქნა მიღწეული ეს შედეგი. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, მის პრეზიდენტს ბატონ ლერი ხაბელოვს და კომიტეტის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებული მადლობა მსურს, რომ გადავუხადო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. რათქმა უნდა, სპორტის დეპარტამენტს, ბატონ ირაკლი დოლაბერიძეს, სპორტის დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, ბატონ ზურაბ ბაქრაძეს, გური ჩეკურიშვილს, ზვიად ზაალიშვილს და თითოეულ თანამშრომელს. ასევე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტს, პროფესორ ზურაბ კახაბრიშვილისა და საქართველოს მოკრივეთა ნაკრებების ექიმს დავით შამათავას. რომ არა ეს ადამიანები, ეს შედეგი ძნელად მისაღწევი იქნებოდა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა კრივის თითოეულ გულშემატკივარს და ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ამ ისტორიის დაწერაში.ვულოცავ სრულიად საქართველოს! გისურვებთ ოლიმპიურ მედლებს და საქართველოს ჰიმნის აჟღერებას ტოკიოში ! “ - განაცხადა წიკლაურმა

მოკრივეების გარდა დღეისათვის ტოკიო-2020-ის ლიცენზიის მფლობელები ოფიციალურად არიან ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა), გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა), ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი), გიორგი მელია (ბერძნულ რომაული-ჭიდაობა, 97კგ), რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ), ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ -რომაული ჭიდაობა, 130კგ), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი).

მიმდინარე რეიტინგის და სპორტული შედეგების მიხედვით, ახლო მომავალში ქართველ ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს შემოუერთდებიან ძალოსნობის, ძიუდოს, ჩოგბურთის, ტანვარჯიშის და კიდევ რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები