მოკრივეების წარმატება - მადიევმა და ხარაბაძემ ოლიმპიადის ლიცენზიები მოიპოვეს
Aa
Aa

მოკრივეების წარმატება - მადიევმა და ხარაბაძემ ოლიმპიადის ლიცენზიები მოიპოვეს

დღეს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების ორმა წარმომადგენელმა იასპარეზა. ესკერხან მადიევი და გიორგი ხარაბაძე უკრაინელ და შვედ მოკრივეებს დაუპირისპირდნენ და ოლიმპიაზე გამოსვლის უფლება ორივე მათგანმა მოიპოვა.

ხარაბაძე, რომელიც 75 კგ წონით კატეგორიაში გამოდის, ადამ ჩარტოის შეერკინა და მსაჯებმა მას ტექნიკური გამარჯვება დაუფიქსირეს. მადიევს რაც შეეხება, მას ბარაბანოვთან რთული ბრძოლის გადატანა მოუწია. მადიევმა პირველი რაუნდი კარგად ჩაატარა, მეორე და მესამე რაუნდში უკრაინელმა ჩხუბში დაბრუნება მოახერხა, თუმცა ბოლო რაუნდი ჩვენებურის უპირატესობით წარიმართა და მან მსაჯების გადაწყვეტილებით იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებს 3 ლიცენზია აქვს მოპოვებული. ტოკიოში საქართველოს ღირსებას ესკერხან მადიევი, გიორგი ხარაბაძე და სახილ ალახვერდოვი დაიცავენ. ამ უკანასკნელმა ოლიმპიადაზე გამოსვლა უფლება რამდენიმე თვის წინ გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები