Aa
Aa

"ჩემპიოოოონ" - კარასკომ აზარს ინტერვიუ გააწყვეტინა

ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ვარჯიში აქტიურად მიმდინარეობს და რობერტო მარტინესი სრული შემადგენლობით მუშაობს.

ლა ლიგა წელს „ატლეტიკომ“ მოიგო. „როხიბლანკოში“ კი იანიკ კარასკო ირიცხება, რომელიც ეროვნულ ნაკრებში ედენ აზართან ერთად თამაშობს. აზარი კი „რეალის“ შემადგენლობაშია.

ედენი, ვარჯიშის დაწყებამდე ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა, რა დროსაც კარასკო მასთან მივიდა, საუბარი გააწყვეტინა და წაუმღერა: „ჩემპიოოოონ“.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხუმრობით იყო. იანიკმა აზარს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ჩემპიონი მადრიდის „ატლეტიკო“ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები