Aa Aa
1 ივნისი 2021  |  14:20

დინამო თბილისის ბაზაზე - გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა

ბელგიური „გენტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა. კლუბის ინფორმაციით, თბილისშია „გენტის" ფიზიკური მომზადების მწვრთნელის ასისტენტი, იური გურკინკიც, რომელიც გიორგის მეთვალყურეობს.

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს მუხლი აწუხებდა, რის გამოც ჩაკვეტაძე „გენტის" განაცხადში ბოლოს 3 მარტს, ბელგიის თასის მატჩში იყო, თუმცა მოედანზე არც მაშინ გვინახავს. გამიზეზებული ტრავმების გამო ქართველმა ნახევარმცველმა სულ 4 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

View this post on Instagram

A post shared by KAA Gent (@kaagent)

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში