რობერტ ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი დაამხო
Aa
Aa

რობერტ ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი დაამხო

გერმანიის ბუნდელიგის 34-ე ტურში „ბაიერნმა" „აუგსბურგი" მიიღო. ტურის ბოლო შეხვედრაში 7 გოლი გავიდა და ბაიერნის საარგებლოდ, ანგარიშით - 5:2 დასრულდა.

მატჩის 90-ე წუთზე მეტოქის კარი ბაიერნის თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ აიღო და შედეგად, ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით ბუნდესლიგის რეკორდი მიისაკუთრა - პოლონელმა 29 მატჩი 41 გოლის გატანა შეძლო. აქამდე საუკეთესო მაჩვენებელი გერდ მიულერს ( 1971-1972 / 40 გოლი) ეკუთვნოდა.

ჯამურად, 32 წლის რობერტ ლევანდოვსკის გერმანიის ბუნდესლიგაში 350 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე  277 გოლია.

რაც შეეხება უშუალოდ ბაიერნს, ჰანს ფლიკის გუნდმა სეზონი 78 ქულითა და ჩემპიონობით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები