ევროპის ჩემპიონატი - ნახევარფინალში ვანიშვილი,გამყრელიძე და მაისურაძე გავიდნენ
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - ნახევარფინალში ვანიშვილი,გამყრელიძე და მაისურაძე გავიდნენ

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში  თავისუფალ სტილით 23-წლამდელ მოჭდავეთა ევროპის ჩემპიონატი მიმიდინარეობს.

ტურნირის მეორე დღეს საქართველოს სახელით თეიმურაზ ვანიშვილმა (61 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (74 კგ), დემურ მეგენეიშვილმა (86 კგ), მირიან მაისურაძემ (92 კგ) და ალექსი ჟორჟოლიანმა (125 კგ) იჭიდავეს.

ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში კი თეიმურაზ ვანიშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე და მირიან მაისურაძე გავიდნენ.

61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვანიშვილმა ბრწყინვალეთ იასპარეზა და ნახევარფინალამდე ბულგარეთის სახელით მოასპარეზე რუჰან ჰუსნი რასიმი 11:0 დაამრცხა, ხოლო მეოთხედფინალში მოლდოველ ლეომიდ კოლესნიკს 10:0 მოუგო.

მომდევნო ეტაპზე ქართველი ფალავანი გერმანელ ნიკო მეგერლის შეხვდება.

74 კილოში გამყრელიძემ ნახევარფინალამდე ბელარუს დავუდ ალიზალუს აჯობა, მეოთხედფინალში კი პოლონელ ზიმონ ვოიტკოვსკის სძლია. 

ნახევარფინალში ჩვენი მოჭდავე რუს ჩერმენ ვალიევს დაუპირისპირდება.

ასევე 2 შეხვედრა მოიგო მირიან მაისურაძემაც ,რომელმაც უკრაინელ დანილ პიდლიპენიტს 9:1 , ხოლო გერმანელ სებასტიან შმიდტს 3:0 აჯობა.

ფინალში გადასასვლევ ბრძოლაში კი მაისურაძე თურქ ელჰან იაილაჩის შეერკინება.

სამწუხაროდ ოქროსთვის ბრძოლას დემურ მეგენეიშვილი და ალექსი ჟორჟოლიანი გამოეთიშნენ.

დღესვე ნახევარფინალური შეხვედრების შემდეგ 4 ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს მედლებს შეუტევენ.

მედლისთვის ბრძოლაში რამაზ თურმანიძე უკრანის სახელით მოასპარეზე კამილ კემიროვს შეხვდება. გიორგი ელბაქიძე რუს ინალბეკ შერიევს დაუპირისპირდება. გოგა მამიაური სომეხ არმან ავაგიანს შეერკინება,ხოლო ლუკა ხუჭა აზერბაიჯანელ ისლამ ილაისოვს.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე განახლდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები