ევროპის ჩემპიონატი - ქართველი ფალავნები ბრინჯაოს მედლებს შეუტევენ
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - ქართველი ფალავნები ბრინჯაოს მედლებს შეუტევენ

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე თავისუფალ სტილით 23-წლამდელ მოჭდავეთა ევროპის ჩემპიონატზე  რამაზ თურმანიძე (57 კგ), გოგა მამიაური (79 კგ) და ლუკა ხუჭუა (97 კგ) ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ.

ტურნირის პირველ დღეს გოგა მამიაურმა და ლუკა ხუჭუამ ჩემპიონატის ნახევარფინალში გაახწიეს,სადაც სამწუხაროდ დამარცხდნენ.

79 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში მამიაური  თურქ რამაზან სარისთან 3:0 დამარცხდა, ხოლო 97 კილოში ხუჭუამ რუსეთის ნაკრების წევრ ასლანბეკ სოტიევთან 14:4 წააგო. 

რაც შეეხება რამაზ თურმანიძეს,მან მედლესთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რამაზი უკრაინის სახელით მოასპარეზე კამილ კერიმოვს შეხვდება,ხოლო მამიაურისა და ხუჭუას მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

დღესვე თავისუფალი სტილით დარჩენილი 61-74-86-92-125 კგ კატეგორიის ფალავნები გამართვენ.

საქართველოს სახელით კი თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ), დემურ მეგენეიშვილი (86 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ) და ალექსი ჟორჟოლიანი (125 კგ) იჭიდავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები