ლაუტარო:
Aa
Aa

ლაუტარო: "ბარსელონაში შემეძლო გადასვლა, მაგრამ ინტერში ბედნიერი ვარ"

გასულ 2 სატრანსფერო ფანჯრის დროს ლაუტარო მარტინესი და „ბარსელონა“ ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა იყო. არგენტინელ თავდამსხმელს „ბლაუგრანას“ აქტიურად უკავშირებდნენ და როგორც გაირკვა ყველაფერი საკმაოდ რეალური იყო, თუმცა „ნერაძურის“ შემტევმა იტალიაში დარჩენა გადაწყვიტა.

ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ლაუტარო მარტინესის სიტყვები გააჟღერა: „“ბარსელონაში“ გადასვლის რეალური შესაძლებლობა იყო, საბედნიეროდ „ინტერში“ დარჩენა გადავწყვიტე. ტრანსფერი „რეალში“? არაფერი ვიცი ამ ჭორების შესახებ. „ინტერში“ ბედნიერი ვარ. ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს და შეთანხმებას სულ მალე შედგება“

ლაუტარო "ინტერში"

23 წლის არგენტინელი იტალიურ გრანდში 2018 წლიდან ასპარეზობს. მარტინესმა დღემდე „ნერაძურის“ მაისური 129-ჯერ მოირგო და ყველა ტურნირზე ერთად 48 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში „ინტერი“ სერია ა-ს ჩემპიონი გახდა და ლაუტაროს წვლილი საკმაოდ დიდია. მის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატის ეგიდით 16 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები