ბარსამ და ატლეტიკომ ქულები გაიყვეს - რეალს გალიდერების შანსი აქვს
Aa
Aa

ბარსამ და ატლეტიკომ ქულები გაიყვეს - რეალს გალიდერების შანსი აქვს

ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ბარსელონამ“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ორივე გუნდს შესანიშნავი საგოლე შანსები ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

ეს შედეგი კი ყველაზე მეტად მადრიდის „რეალს“ აწყობდა. „ბლანკოსი“ ახლა საკუთარ თავზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ „სამეფო კლუბი“ მიმდინარე ტურში „სევილიას“ დაამარცხებს ლა ლიგის ლიდერად მოგვევლინება.

გამარჯვების შემთხვევაში ზიდანის გუნდს 77 ქულა გაუხდება. ამავე რაოდენობის ქულები აქვს „ატლეტიკოსაც“, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის გამო „რეალი“ გადაინაცვლებს პირველ პოზიციაზე.

მიმდინარე სეზონში „რეალმა“ „ატლეტიკო“ საკუთარ სტადიონზე 2:0 დაამარცხა, ხოლო „როხიბლანკოს“ არენაზე კი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ეს კი „ბლანკოსს“ უპირატესობას აძლევს. რაც შეეხება „ბარსელონას“, კუმანის გუნდს ახლა 75 ქულა აქვს.

„რეალისა“ და „სევილიას“ დაპირისპირება 9 მაისს, თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები