Aa
Aa

"ტიმო მიყვარხარ" - ტიაგო სილვას ცოლმა აზრი შეიცვალა

ლონდონის „ჩელსიმ“ „რეალი“ ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. პირველი მატჩი მადრიდში 1:1 დასრულდა. ტიმო ვერნერმა კი საწყის წუთებზე ძალზედ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.

გერმანელი შემტევის გაფუჭებულ მომენტს ტიაგო სილვას ცოლი იზაბელ და სილვა გამოეხმაურა და ვერნერი გააკრიტიკა: „მეგობრებო ეს არის კარმა. ყველა გუნდში სადაც მივდივარ არის ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მომენტებს ხშირად აფუჭებს. ეს ვერნერი.. რა ქვია მას?“

განმეორებით მატჩში პირველი გოლი სწორედ ტიმომ გაიტანა. იზაბელ და სილვამ აზრი შეიცვალა და „ინსტაგრამის“ საკუთარ სთორიში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს: „ვერნერ ძალიან კარგი ხარ. ეს არის ის რაზეც მე ვსაუბრობდი. შენ იცი როგორ უნდა გაიტანო გოლი. შენ საუკეთესო ხარ მეგობარო, მიყვარხარ.“

ვერნერის რეაქცია

„გატანილმა გოლმა გამაბედნიერა. იმანაც ძალიან გამახარა, რომ მხოლოდ ჩემი თანაგუნდელები კი არ გავახარე, არამედ მათი ცოლებიც. კარგია როდესაც ქალები სახლში ბედნიერები არიან.“ - თქვა ვერნერმა მატჩის შემდეგ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები