Aa
Aa

"ამიხსნან რატომ გამაძევეს" - კუმანი გრანადასთან წაგების შემდეგ

ლა ლიგაში „ბარსელონამ“ გამოტოვებული მატჩი გამართა. კატალონიელებმა „გრანადას“ უმასპინძლეს და მოულოდნელად 1:2 დამარცხდნენ. ბარსამ გალიდერების შესანიშნავი შანსი გაუშვა ხელიდან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რონალდ კუმანმა პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა კუმანმა?

„ვფიქრობ მატჩში ვდომინირებდით. მეორე გოლის გატანა გაგვიჭირდა და ამან სიმშვიდე დაგვაკარგინა. გაშვებული გოლები გავაანალიზე. ეს ყველაფერი დაცვაში უყურადღებო თამაშს მოჰყვა. შეცდომები კი დაკარგულ ქულებად დაგვიჯდა.

შედეგი მტკივნეულია და ყველა იმედგაცრუებულები ვართ. შეგვეძლო საკუთარ თავზე ვყოფილიყავით დამოკიდებულები, თუმცა ასე არ მოხდა. შემდეგი მატჩი „ვალენსიასთან“ გვაქვს და ეს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება იქნება.

მე არ შევმცდარვარ. მეოთხე არბიტრის მიმართ უპატივცემულობა არ გამომიხატავს. ასეთი რაღაცები ასე არ ხდება. მსაჯის გადაწყვეტილებაზე რამდენიმე კომენტარი გავაკეთე, თუმცა ცუდი სიტყვები არ მითქვამს. მინდა ვიცოდე რა ვთქვი ისეთი, რომ წითელი ბარათი დავიმსახურე.

არაფერი ცუდი არ მითქვამს, პირიქით, მეოთხე არბიტრმა ჩემს მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა. არ მესმის რატომ მოხდა ეს ყველაფერი. თუ ისინი რაიმეს მოგონებას აპირებენ, მაშინ რაღაც უნდა მოვიმოქმედო. ასე არ შეიძლება.

მატჩის დასრულების შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრე. მათ ვუთხარი, რომ მომხდარი დაივიწყონ და „ვალენსიასთან“ მოსაგებად იბრძოლონ. ახლა საჭიროა, რომ ყველაფერი მალე დავივიწყოთ, ენერგია აღვიდგინოთ, ანალიზი გავაკეთოთ და ვისწავლოთ ცუდი მომენტებისგან.“

სატურნირო მდგომარეობა

ამ მომენტისთვის ლა ლიგას „ატლეტიკო“ 73 ქულით ლიდერობს. „რეალს“ და „ბარსელონას“ 71-71 ქულა აქვთ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო მეორე პოზიციაზე „ბლანკოსია“. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „გრანადასთან“ მატჩი გამოტოვებული იყო და გამარჯვების შემთხვევაში „ბარსელონა“ ლა ლიგას ჩაუდგებოდა სათავეში. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები