Aa Aa
29 აპრილი 2021  |  18:18

BMW OPEN - ბასილაშვილი მეოთხედფინალშია!

ATP 250 BMW OPEN-ის მერვედფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი გალან რივეროსს დაუპირისპირდა და 2 სეტში 6:4 6:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

ნიკოლოზმა მატჩი აქტიურად დაიწყო და მთელი მატჩის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იყო. პირველი სეტი შედარებით თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ბასილაშვილმა ერთ ბრეიკიანი უპირატესობით გაიმარჯვა.

მეორე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა ზეწოლა და აქტიურობა გაზარდა. მეტოქის ორი ჩაწოდება აიღო და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ცნობისთვის, ეს მოთამაშეები ისტორიაში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ. ნიკოლოზის მომავალი მეტოქე კი რეიტინგის 95-ე ნომერი სლოვაკი ნორბერტ გომბოსია, რომელსაც ნიკოლოზი 2020 წელს შეხვდა და სამწუხაროდ ორ სეტში 6:7 2:6 დამარცხდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში