Aa
Aa

"ტოტის და დე როსის მაისურები მაქვს" - სულშერი რომასთან მატჩის წინ

ევროპის ლიგის ნახწევარფინალები ბრუნდება. „მანჩესტერ იუნაიტედი“ „რომას“ მასპინძლობს. შეხვედრის წინ, „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა სულშერმა?

„რომა ფანტასტიკური გუნდია. მე ფრანჩესკო ტოტის და დე როსის მაისურები მაქვს, რომლებიც მათ პირადად გამოვართვი. რომაელების თამაშის ანალიზი გავაკეთეთ. მთლიანად მზად ვართ და ამაში უპატივცემულო არაფერია.

სულშერი ჯერ კიდევ ფეხბურთელი იყო, როდესაც 2007 წლის ჩემპიონთა ლიგაზე „იუნაიტედმა“ „რომა“ 7:1 დაამარცხა.

ძალიან კარგად მახსოვს ორივე შეხვედრა. პირველ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვიყავი. 1:2 დამარცხების შემდეგ შესანიშნავი შედეგი დავაფიქსირეთ. ჯადოსნური ღამე იყო. ალან სმიტი საოცარი იყო. კარგად ვაჩვენეთ რა შეუძლია „მანჩესტერს.“ ხვალინდელ მატჩში ზუსტად მსგავსი თამაში გვჭირდება.

მარკუს რაშფორდი დაბრუნდა და სათამაშოდ მზად არის. ის ბედნიერია. სამწუხაროდ მარსიალი კვლავ ტრავმირებულია. ევროპის ლიგაზე თავს კარგად ვგრძნობთ. გვსურს, რომ სეზონი ტრიუმფით დავასრულოთ.

როგორც კი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით, ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის ლიგის მოგება გახდა. „ოუნაიტედთან“ ერთად მწვრთნელის რანგში ტიტულის აღმართვა ყველაზე ბედნიერი დღე იქნება ჩემს ცხოვრებაში.“

ურთიერთშეხვედრები

გეტყვით, რომ ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2007 წელს შეხვდნენ. ჯამში კი მათი დაპირისპირება 7 მატჩს ითვლის. აქედან 6 „წითელი ეშმაკების“ გამარჯვებით დასრულდა, 1 კი რომაელების.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „რომას“ შეხვედრა ხუთშაბათს, 29 აპრილს, თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები