მაისში სათამაშოდ მზად იქნება - ბოლო ინფორმაცია ხვიჩას ტრავმაზე
Aa
Aa

მაისში სათამაშოდ მზად იქნება - ბოლო ინფორმაცია ხვიჩას ტრავმაზე

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა.

საიმანოვის თქმით, 20 წლის ქართველი შემტევი მოედანს 1 თვეში დაუბრუნდება:

„ხვიჩას ბარძაყის უკანა ნაწილის ტრავმა აქვს და გამოსაჯანმრთელებლად 2-3 კვირა დასჭირდება. ითამაშებს, თუ არა ამ სეზონში? ჩემპიონატი სამ კვირაში სრულდება და საუკეთესო შემთხვევაში მას მოედანზე ბოლო ტურში ვიხილავთ. შესაძლოა ბოლო ორი ტურიც ითამაშოს“. - ციტირებს საიმანოვის სიტყვებს რუსული „სპორტ ექსპრესი“.

შეგახსენებთ, „ურალთან“ მატჩში ტრავმის მიღების ეპიზოდში ხვიჩა კვარაცხელია დიდი სიჩქარით მირბოდა, მაგრამ ცენტრში მოულოდნელად დაეცა, ხელის მოქმედებით ჩანდა, რომ ტკივილს მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში გრძნობდა და სამწვრთნელო შტაბს ანიშნა შეცვლის საჭიროებასთან დაკავშირებით. ამ ეპიზოდამდე რამდენიმე წუთით ადრე მან მეტოქესთან შეჯახების შემდეგ ტკივილი მარჯვენა ფეხის მუხლში იგძნო, თუმცა თამაში გააგრძელა. 32-ე წუთზე სლუცკიმ 20 წლის ქართველი შემტევი შეცვალა.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხუთჯერ დაასახელეს, რაც რუსეთის ჩემპიონატის მოთამაშეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

„რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო 2 მატჩს 8 და 16 მაისს გამართავს. თუ ხვიჩა ამ მატჩებიდან რომელიმეში მონაწილეობას მიიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ 2 და 6 ივლისს საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან და ნიდერლანდებთან ამხანაგურ შეხვედრებში დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები