„ფეხბურთი უნდა იყოს ყველგან და ყველასთვის“ - არველაძე სუპერ ლიგაზე
Aa
Aa

„ფეხბურთი უნდა იყოს ყველგან და ყველასთვის“ - არველაძე სუპერ ლიგაზე

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, შოთა არველაძემ „სუპერ ლიგასთან“ დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. არველაძემ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა:

„როგორც კი ფეხბურთი გახდება ელიტური და ჩაკეტავს საზღვრებს, ის დაკარგავს მის მთავარ ღირებულებას. ფეხბურთი უნდა იყოს ყველგან და ყველასთვის, გამონაკლისი წესის გარეშე. ამიტომაც, არ მომწონს იდეა, რომელსაც გვთავაზობენ და ვფიქრობ, ფეხბურთის მოყვარული ადამიანების დიდი უმრავლესობა ამას არ მიიღებს“.

როგორც კი ფეხბურთი გახდება ელიტური და ჩაკეტავს საზღვრებს, ის დაკარგავს მის მთავარ ღირებულებას. ფეხბურთი უნდა იყოს...

Posted by Shota Arveladze on Tuesday, April 20, 2021

შეგახსენებთ, რომ უცხოური გამოცემების ინფორმაციით, „სუპერ ლიგა“ დაშლის პირასაა. BBC, Sky Sports, Telegraph და Sun იუწყებიან, რომ 12-ვე კლუბი, რომლებმაც ტურნირი დააარსეს, გათამაშების დატოვების სტრატეგიაზე მუშაობენ.

Telegraph-ის ცნობით, კლუბების ხელმძღვანელებმა „ქომაგების შეისმინეს“ და ეს გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღეს. Talksport-ის მიხედვით, 12-ვე გუნდის მმართველები უახლოეს საათებში საგანგებო შეხვედრას გამართავენ და „სუპერ ლიგის“ დაშლაზე იმსჯელებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები