Aa Aa
18 აპრილი 2021  |  01:17

ისტორიაში 31-ე ჩემპიონობა - ბარსელონამ კოპა დელ რეი მოიგო

მიმდინარე სეზონის კოპა დელ რეის ფინალში ერთმანეთს „ბილბაო“ და „ბარსელონა“ შეხვდნენ. კატალონიელებმა მეტოქე არ დაინდეს და 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.

კუმანის გუნდიდან თავი მესიმ(2), გრიზმანმა და დე იონგმა გამოიჩინეს. ნიდერლანდელი სპეციალისტისთვის ბარსას თავკაცის რანგში ეს პირველი ტიტულია. „ბარსელონამ“ კი „სამეფო თასი“ ისტორიაში ოცდამეთერთმეტედ მოიგო.

ბასკებმა კატალონიელებს 90 წუთის განმავლობაში კარში მხოლოდ ერთხელ დაურტყეს და შეიძლება ითქვას, რომ ისინი კუმანის შეგირდებთან უშანსოდ იყვნენ. „ატლეტიკს“ ძალიან არ გაუმართლა.

მარსელინოს გუნდმა აპრილის თვეში ორჯერ ითამაშა კოპა დელ რეის ფინალი. პირველად ეს „სოსიედადთან“ მოხდა. გეტყვით, რომ ხსენებული ფინალი გასული სეზონის ეგიდით ჩატარდა. კორონავირუსის გამო 2019/2020 წლების სეზონის დაპირისპირება გადაიდო.

„ბილბაოს“ შეეძლო, რომ ისტორია დაეწერა და 2-კვირიან ინტერვალში ორი კოპა დელ რეი მოეგო, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა და „ატლეტიკმა“ ორივე შეხვედრა წააგო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში