Aa
Aa

"მოგებაც შეგვეძლო და წაგებაც" - ჟოზემ ევერტონთან მატჩი შეაფასა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „ტოტენჰემი“ „ევერტონს“ ესტუმრა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ, „დეზების“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა მოურინიომ?

„მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში რეალურად ასახავს შეხვედრას. ორივე გუნდი ძალიან მჭიდროდ თამაშობდა. იყო მაღალი ტემპი, ინტენსივობა და ბრძოლა ნახევარდაცვაში. როგორც ჩვენ, ასევე „ევერტონს“ შეტევაში სახიფათო მოთამაშეები ჰყავს. ჩვენ მოგებაც შეგვეძლო და წაგებაც. ვფიქრობ, მატჩის შედეგი სამართლიანია.

გუნდს გამარჯვებების სერია სურს. „ევერტონთან“ დაპირისპირებაში არ იგრძნობოდა, რომ წავაგებდით. ბიჭებმა კარგად ითამაშეს.

ანგარიში გავათანაბრეთ და თამაშის სცენარი სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდა. სამწუხაროდ რამდენიმე უხეში შეცდომა დავუშვით, რამაც ჩვენს კარში გოლი გამოიწვია.“

სატურნირო მდგომარეობა

ამ მომენტისთვის ეს გუნდები ცხრილში ერთმანეთის მეზობლად არიან. „ტოტენჰემს“ 50 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა, „ევერტონი“ კი 49 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს, თუმცა ანჩელოტის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მომდევნო მატჩები

„დეზები“ შემდეგ ტურში 21 აპრილს „საუთჰემპტონს“ უმასპინძლებენ, ხოლო „ევერტონი“ 23 აპრილს ლონდონში გაფრინდება და „არსენალს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები