გასახდელში კედელს მუშტი დაარტყა -
Aa
Aa

გასახდელში კედელს მუშტი დაარტყა - "რონალდუ ლიდერი არასდროს ყოფილა"

 

კრიშტიანუ რონალდუ ამჟამად „იუვენტუსში“ თავის საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს, გუნდიც არც ისე დამაჯერებელია და ქომაგებისა, თუ პრესის მხრიდან „ვეკია სინიორას“ კრიტიკა ისმის. განსაკუთრებით კი გუნდის პორტუგალიელ ლიდერს აკრიტიკებენ.

დაძაბულობა გასახდელში - რონალდუ კარგ დროებას არ განიცდის

სერია ა-ს ბოლო ტურში „ჯენოასთან“ მოგებული (3:1) მატჩის შემდეგ, რონალდუ ძალიან გაღიზიანებული ჩანდა. კრიშტიანუმ შეხვედრის შემდეგ მაისური გაიხადა და ძირს დააგდო. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პორტუგალიელმა გასახდელში სიბრაზე შეიტანა, სადაც კედელს მუშტი დაარტყა და შხაპის მიღების შემდეგ იქაურობა ისე დატოვა, რომ არავისთვის სიტყვაც არ უთქვამს.

მასიმო მაურო „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი Gazzetta dello Sport-თან რონალდუს ლიდერის თვისებების ნაკლებობასა და ინდივიდუალიზმზე საუბრობს.

რა თქვა მაურომ

„სადაც კი უთამაშია, რონალდუ არასდროს ყოფილა ლიდერი და არც არასდროს იქნება. ეს ბიზნესია და მისთვის მისი ბილინგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გუნდის.

ეს ასეა. საქმე ის არ არის, რომ იგი ადრე მარადონას ტიპის ლიდერი იყო და ახლა შეიცვალა. კრიშტიანუ თანაგუნდელებს არ მიათრევს (იგულისხმება გაძღოლა, ლიდერობა), მას სურს, რომ თანაგუნდელებმა ბურთი მიუტანონ, რათა გოლები გაიტანოს. ის დიდი ინდივიდუალისტია, მაგრამ არა გუნდური მოთამაშე.

პირადად მისი დონისთვის რონალდუ კარგად გამოიყურება, მას ყოველთვის გააქვს გოლები. არ შეიძლება იმის თქმა, რომ მან მოლოდინი ვერ გაამართლა. ის, ასევე ძალიან დიდია მარკეტინგულადაც. მიუხედავად ყველაფრისა, იუვენტუსი სპორტული თვალსაზრისით რონალდუსთან ერთად გამოწვევებს ვერ გაუმკლავდა. გუნდი უკეთესი ვერ გახდა. ჩემპიონთა ლიგაზე კი მათი თამაში გაუარესდა.

უკეთესი იქნება, თუ ორივე მხარე - გუნდიც და რონალდუც თავისი გზით წავა. კრიშტიანუს შეუძლია სხვა კლუბში ახალი ეტაპი დაიწყოს, იუვენტუსი კი თავიდან უდიდეს ფინანსურ დაბრკოლებას აირიდებს“.

იუვეს რონალდუს გაყიდვას ურჩევენ

იტალიურ პრესაში რონალდუს შესაძლო წასვლის შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. „იუვენტუსს“ ბევრი ურჩევს, რომ პორტუგალიელი გაასხვისოს და ახალი მიმართულება აიღონ. ერთ-ერთი ბოლო ვინც ტურინელებს ასეთი რჩევა მისცა გუნდის ყოფილი თავკაცი მასიმილიანო ალეგრი იყო:

„მოიშორე რონალდუ, ის გუნდის განვითარებას ხელს უშლის“ - La Repubblica-ს ცნობით, ალეგრიმ ამ შინაარსის წერილი ანიელის გაუგზავნა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები