მსოფლიო რეკორდი და ოქრო ატაცში - ლაშა ტალახაძემ მოსკოვში გაიბრწყინა!
Aa
Aa

მსოფლიო რეკორდი და ოქრო ატაცში - ლაშა ტალახაძემ მოსკოვში გაიბრწყინა!

2021 წლის ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ფინალურ ფაზაში შევიდა. დღეს 109+ კგ კატეგორიაში ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე გამოვიდა და „ატაცში“ ოქროს მედალი აიღო.

ლაშამ პირველ ცდაზე 211 კგ აწია. მეორეზე 216 და უკანასკნელი სარეკორდი 222კგ!! ლაშა ტალახაძემ ატაცში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ცნობისთვის, ლაშას პირადი რეკორდი "ატაცში" 220 კილოგრამი იყო და მან თავისი შედეგიც გააუმჯობესა.

1-ლი მისვლა 211 კგ

მე-2 მისვლა 216 კგ

მე-3 მისვლა 222 კგ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები