TMW: კვარაცხელიას გადაბირებით მილანის ინტერიც დაინტერესდა
Aa
Aa

TMW: კვარაცხელიას გადაბირებით მილანის ინტერიც დაინტერესდა

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. Tuttomercatoweb-ის ცნობით ''მილანის'', ''იუვენტუსისა'' და ''ნაპოლის'' გარდა 20 წლის ქართველი ტალანტით მილანის ''ინტერი'' დაინტერესდა. ''რუბინის'' შემტევის შეძენა ბერგამოს ''ატალანტასაც'' სურს. ამავე წყაროს ცნობით კვარაცხელიას სატრანსფერო თანხა 15-დან 20 მილიონ ევრომდე მერყეობს.

მიმდინარე თვეში, 5 აპრილს Tuttomercatoweb კვარაცხელიას შესახებ შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „მილანი ფეხბურთელის აგენტთან მუდმივ კონტაქტშია, რომელიც უახლოეს დღეებში იტალიას ეწვევა. იუვენტუსმა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში უკანა პლანზე გადაიწია. ქართველის მიმართ ინტერესს ასევე ნაპოლიც იჩენს. ''მილანი'' ცდილობს კვარაცხელიასთვის ბრძოლაში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვოს. „დორტმუნდი“ კი ჯერჯერობით უკანა პლანზე რჩება''.

ძალიან წარმატებული სეზონიდან გამომდინარე კვარაცხელიას მიმართ დიდი ინტერესია, 20 წლის შემტევზე სტატია Calciomercato.com-მა მარტის სანაკრებო მატჩების შემდეგ გამოაქვეყნა. სტატიის სათაური ასეთი გახლავთ:''იუვენტუსიდან ბაიერნამდე, კვარაცხელიათი ყველა გიჟდება: ვინ არის ქართველი ტალანტი“. გთავაზობთ ნაწყვეტს აღნიშნული სტატიიდან:

''მისი სახელი ნუ შეგაშინებთ. გასულ კვირას, ''იუვენტუსის'' ცენტრფორვარდს, ალვარო მორატასა და მთლიანად ესპანეთის ნაკრებს შეეშინდა, როცა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების მაისურით ფურია როხას გაუტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ესპანეთს ჩამორჩენის აღმოფხვრა და სასურველი ანგარიშის დაფიქსირება ბოლო წუთამდე გაუჭირდა. ქართველმა ტალანტმა თავი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მიჯრით მეორე შეხვედრაშიც გამოიჩინა და საბერძნეთს გაუტანა. აქა-იქ გატანილი გოლების გარდა, ''რუბინის'' გარემარბი, რომელიც ორივე ფეხით კარგად თამაშობს, უამრავი დრიბლინგითა და გამონათებებით გამოირჩა და ევროპაში მასზე საუბარი დაიწყეს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები