''სანიოლი ფეხბურთელებს არაფერს აბრალებს, მან გუნდის თამაშს თავისუფლება შესძინა''
Aa
Aa

''სანიოლი ფეხბურთელებს არაფერს აბრალებს, მან გუნდის თამაშს თავისუფლება შესძინა''

საფეხბურთო კლუბ თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ CrystalSport-თან ინტერვიუში ვილი სანიოლისა და ოთარ კიტეიშვილის შესახებ ისაუბრა. 54 წლის გამოცდილი სპეციალისტის აზრით ფრანგი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ქართველი ფეხბურთელები უფრო თავისუფლად თამაშობენ, შებოჭილები არ არიან და თითოეული მოთამაშე ნიჭის იმპროვიზაციას ახდენს.

კახა კაჭარავა ვილი სანიოლის შესახებ

მისი აზრით ოთარ კიტეიშვილს შეუძლია ნაკრების კაპიტანი გახდეს. კაჭარავა ''შტურმის'' ფეხბურთელს თბილისის ''დინამოში'' წვრთნიდა და მისი აზრით 25 წლის ფეხბურთელს კაპიტნისთვის დამახასიათებელი პიროვნული თვისებები აქვს. გარდა ამისა, საფეხბურთო სპეციალისტი იმ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას, რომ კიტეიშვილი უნივერსალია და რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია.

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა 35 წლისაა, ხოლო ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია  მიმდინარე წლის 4 ივლისს 34 წლის გახდება. აქედან გამომდინარე, საინტერესოა მომავალში ვინ იქნება ნაკრების კაპიტანი. კაჭარავას თქმით, ამ თვალსაზრისით კიტეიშვილს შეუძლია კაშიასგან და კანკავასგან ბევრი ისწავლოს.

კახა კაჭარავა ოთარ კიტეიშვილის შესახებ

შეგახსენებთ, მარტის თვეში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სამი მატჩი ჩაატარა. სანიოლის ხელმძღვანელობით ქართველმა ფეხბურთელებმა პირველი მატჩი სტუმრად შვედეთთან გამართეს და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ (1:0). შვედეთთან მატჩის შემდეგ საქართველომ ესპანეთთან საშინაო შეხვედრა 1:2 დათმო, ხოლო საბერძნეთთან სალონიკში ფრედ 1:1 ითამაშა.

მასალაში გამოყენებულია gff.ge-ს ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები