UFC-ის ლეგენდა კრივში - ანდერსონ სილვა ხულიო სეზარ ჩავეს უმცროსთან იჩხუბებს
Aa
Aa

UFC-ის ლეგენდა კრივში - ანდერსონ სილვა ხულიო სეზარ ჩავეს უმცროსთან იჩხუბებს

UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი, ანდერსონ სილვა ბედს კრივში ცდის. „ობობა“ 19 ივნისს იჩხუბებს და ლეგენდარული მოკრივის, ხულიო სეზარ ჩავესის შვილს, ხულიო სეზარ ჩავეს უმცროსს დაუპირისპირდება.

ბრძოლა მექსიკაში, კერძოდ გუადალახარაშია ჩანიშნული და ღონისძიებას დიდი ალბათობით, გულშემატკივრები დაესწრებიან. შერკინება 10-რაუნდიანი იქნება და მაყურებლები სეზარ ჩავეს უფროსსაც იხილავენ, რომელიც საქველმოქმედო ბრძოლას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ სილვას MMA-ში 34 მოგება და 11 მარცხი აქვს. იგი 45 წლისაა და ურაია ჰოლთან წაგების შემდეგ, UFC-მ მისი გაშვება გადაწყვიტა. „ობობა“ UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია და ტიტულს 2457 დღის განმავლობაში ფლობდა, რაც UFC-ში დღემდე სარეკორდო მაჩვენებელია.

საინტერესოა, რომ „ობობასთვის“ კრივი უცხო არაა. მას კრივის წესებით ორი ბრძოლა აქვს გამართული და ერთხელ იმარჯვა. თანაც ბრაზილიელმა ნოკაუტით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები