სპორტის სამინისტრო - თეა წულუკიანმა მოადგილეები დაასახელა
Aa
Aa

სპორტის სამინისტრო - თეა წულუკიანმა მოადგილეები დაასახელა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოადგილეები წარადგინა. 

სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მოადგილეები იქნებიან: კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია. 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება სოსო გიორგაძე. მას ალბათ ჩემთან ერთად წარდგენა ნაკლებად სჭირდება, ვინაიდან ის, როგორც პროფესიონალი იურისტი, წლების მანძილზე, როდესაც ჩვენ ფეხს ვიდგამდით პოლიტიკაში, ჩემი გუნდის წევრი იყო, მათ შორის 2012 წლის ზაფხულში. ის სხვადასხვა დროს იკავებდა იუტისციის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობას, იყო იუსტიციის სახლის გენერალური დირექტორი, გახლდათ სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე. 1-ელი აპრილიდან ის ჩვენთან ერთად ამ სამინისტროში შეუდგება მინისტრის მოვალეობის შესრულებას. უმნიშვნელოვანესია, რომ ის, როგორც ჩვენს შორის ყველაზე ახალგაზრდა, უხელმძღვანელებს სწორედ ახალგაზრდობის საკითხებს და სპორტის საკითხების კურატორიც იქნება “- განაცხადა წულუკიანმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი 19 მარტს დაინიშნა.

 

ინფორმაციას ავრცელებს IPN-ი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები