Aa
Aa

"ფანტასტიკური შეგრძნება იყო" - პორტუგალიელმა მეკარემ კარიდან კარში მეორედ გაიტანა

პორტუგალიის რანგით მეორე დივიზიონში, „ვარჟიმის“ მეკარემ, რიკარდო ნუნიეშმა გოლი საკუთარი საჯარიმოდან გაიტანა. ეს უჩვეულო ფაქტი ჩემპიონატის 25-ე ტურში „მაფრასთან“ მატჩისას მოხდა.

„ვარჟიმი“ ტურის წინ ბოლო ადგილზე იყო და ცხრილის შუაში მყოფ „მაფრას“, ცხადია, არაფავორიტის სტატუსით მასპინძლობდა, თუმცა დამაჯერებლად - 2:0 დაამარცხა. ნუნიეშმა გოლი 53-ე წუთზე შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ეს წარმოუდგენელი მომენტი და ფანტასტიკური შეგრძნება იყო. მხოლოდ იმის გამო არა, რომ გოლი გავიტანე, არამედ იმიტომ, რომ ეს კარიერაში მეორედ გავაკეთე. თანაც, როგორი დამთხვევაა - ეს მაშინაც ამ სტადიონზე, ამ კლუბის მაისურით მოხდა.

ყოველთვიც ვცდილობ, რომ ბურთი მაქსიმალურად შორს დავარტყა და იქნებ, ამან ხიფათიც შექმნას. ამჯერად ქარის ფაქტორიც გავითვალისწინე და ბედნიერი ვიყავი იმით, მოედნიდან ბურთი როგორც აისხლიტა“.

38 წლის ნუნიესმა 2006 წლის მარტში, ასევე კარიდან კარში „მორეირენსესთან“ მატჩისას შეაგდო. იგი „ვარჟიმის“ აღზრდილია, კარიერის განმავლობაში კი უმაღლესი დივიზიონის რამდენიმე კლუბშიც უთამაშია - „აკადემიკაში“, „პორტუში“, „სეტუბალსა“ და „შავეშში“.

რიკარდო ნუნიეშის გუნდმა 25 ტურში მხოლოდ მე-5 გამარჯვება მოიპოვა, 21 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-17 ადგილზე აინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები