გულშემატკივრები რაგბიზეც - რუმინეთს ფანებთან ერთად ვუმასპინძლებთ
Aa
Aa

გულშემატკივრები რაგბიზეც - რუმინეთს ფანებთან ერთად ვუმასპინძლებთ

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მაყურებელი რაგბისაც დაესწრება. 28 მარტს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბორჯღალოსნები რუმინეთის ნაკრებს შეერკინებიან.

ქვეყანაში მოქმედი კოვიდ 19-ის რეგულაციების შესაბამისად, მატჩის ბილეთების მხოლოდ 30 პროცენტი იქნება ხელმისაწვდომი.

მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში გავრცლდება.

მანამდე კი ხვალ ჩვენი ნაკრები კალინინგრადში რუსეთის ნაკრებს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ,რომ 28 მარტსვე „დინამო არენაზე“  საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ესპანეთ დაუპირისპირდება. სადაც ასევე მაყურებელთა 30% დაიშვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები