დორტმუნდის ღამის კოშმარი - რობერტ ლევანდოვსკი!
Aa
Aa

დორტმუნდის ღამის კოშმარი - რობერტ ლევანდოვსკი!

ბუნდესლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრებმა საოცარი სანახაობა იხილეს. ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და "დორტმუნდის ბორუსია" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ჰეთ-თრიკის შესრულება პოლონელმა გოლეადორმა რობერტ ლევანდოვსკიმ შეძლო.

პოლონელის მესამე გოლი დორტმუნდელთათვის მნიშვნელოვანი იყო. ოღონდ მნიშვნელოვანი არასასიამოვნო კუთხით. რობერტი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც "ბორუსიას" 19 გოლი გაუტანა.

ამდენი გოლი "დორტმუნდისთვის" ბუნდესლიგაში არასდროს არავის გაუტანია. ლევანდოვსკიმ კი ეს ყველაფერი 14 ჩატარებულ შეხვედრაში მოახერხა.

ცნობისთვის, 32 წლის თავდამსხმელი 2010 წლიდან 2014 წლის ჩათვლით "დორტმუნდის ბორუსიაში" თამაშობდა. ამ პერიოდის გამავლობაში მან 187 მატჩი ჩაატარა და 104 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ კი პოლონელმა "ბაიერნს" მიაშურა, სადაც დღემდე 323 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 286 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები