მძიმე ბრძოლა და გამარჯვება - საქართველომ პორტუგალია დაამარცხა
Aa
Aa

მძიმე ბრძოლა და გამარჯვება - საქართველომ პორტუგალია დაამარცხა

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ორ წლიანი ციკლის პირველი მატჩი პორტუგალიასა და საქართველოს შორის დასრულდა. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე მძიმე ბრძოლაში 29:16 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ ლევან მაისაშვილის გუნდმა პირველი ტაიმი 10:13 დათმო და გარდატეხის შეტანა მეორე ნახევარში შეძლო.

საქართველოს მხრიდან ლელო მოდებაძემ, მელიქიძემ, ბრეგვაძემ, მამუკაშვილმა და ჯალაღონიამ დადეს. ორი გარდასახვა კი ზუსტად სოსო მათიაშვილმა შეასრულა, რომელსაც არც თუ ისე კარგი მატჩი ჰქონდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველომ ამ გამარჯვებით მშვენიერი ტრადიცია გააგრძელა. "ბორჯღალოსნები" პორტუგალიის ნაკრებთან სტუმრად 2005 წლის შემდეგ არ დამარცხებულან. მომავალ მატჩს ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი შეგირდები 14 მარტს მადრიდში ესპანეთის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 15:45-დან დაიწყება.

მოდებაძის ლეო

ბრეგვაძის ლელო

მელიქიძის ლელო

მამუკაშვილის ლელო

ჯალაღონიას ლელო


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები