ოქრიაშვილი საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელია!
Aa
Aa

ოქრიაშვილი საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელია!

29 დეკემბერს სასტუმრო "რუმს თბილისში" ხალხმრავლობა იყო - ფეხბურთის ფედერაციამ ვეტერანები და მოქმედი ფეხბურთელები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, GFF AWARDS 2016-ზე მიიწვია...

გამოკითხულებს 2016 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა ეროვნული ნაკრების ლიდერებს შორის მოუხდათ. ყველაფერი ლოგიკურად დალაგდა - "კრასნოდარის" შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა წლეულს თავი ყველაზე მეტად გამოიჩინა და წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. მის გარდა, ნომინაციაში მოხვდნენ "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია, მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და ბორისოვოს "ბატეს" საყრდენი ვაკო გვილია, რომელიც წლის ნამდვილი აღმოჩენაა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები