Aa
Aa

„მეორე ადგილის შენარჩუნება სურთ და არა ჩემპიონობა" - კინი მანჩესტერს აკრიტიკებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, როი კინმა ყოფილი კლუბი გააკრიტიკა. „წითელი ეშმაკების“ ექს-ნახევარმცველმა ოლე გუნარ სულშერის გუნდის შესახებ „ჩელსისა“ და „მანჩესტერის“ დაპირისპირების შემდეგ ისაუბრა.

„ცუდი მატჩი იყო. შეხვედრის მიმდინარეობისას უფრო და უფრო ვღიზიანდებოდი. მანჩესტერს კლასი აკლდა და საჯარიმოში შესვლის სურვილი არ ჰქონდა.

მიმდინარე სეზონის თითქმის ყველა შეხვედრაში იუნაიტედი ცდილობს, გაიმარჯვოს, მაგრამ ასეთი მეტოქეების წინააღმდეგ გამართული მატჩები გამონაკლისია. მნიშვნელოვან შეხვედრებში მანჩესტერის მთავარი მიზანია, არ დამარცხდეს.

ჩემი აზრით, ისინი აქცენტს მათ მდევრებზე აკეთებენ და სიტისთან ჩამორჩენის აღმოფხვრაზე არ ფიქრობენ. მგონია, რომ მანჩესტერი მეორე ადგილის შენარჩუნებაზეა კონცენტრირებული და არა ყველა მატჩის მოგებასა და ტიტულისთვის ბრძოლაზე.

არის შემთხვევები, როცა შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მაგრამ შეგიძლია თქვა, რომ კარგად ითამაშე. მანჩესტერთან მიმართებით ეს ასე არაა. იუნაიტედის მიერ გრანდების წინააღმდეგ გამართული მნიშვნელოვანი მატჩები მოსაწყენია, არადა, სულშერს გუნდში მაღალი დონის შემტევები ჰყავს. როცა ისეთი დიდი კლუბი ხარ, როგორიც მანჩესტერ იუნაიტედია, ყველა შეხვედრაში მოსაგებად უნდა იბრძოდე“.

როგორც მოგეხსენებათ, „მანჩესტერისა“ და „ჩელსის“ მატჩი 0-0 დასრულდა. „არისტოკრატებთან“ ქულების გაყოფის შემდეგ, „წითელ ეშმაკებს“ 50 ქულა დაუგროვდათ და „სიტის“ 12 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები