კორონავირუსი - 5 დადებითი პასუხი ინტერში
Aa
Aa

კორონავირუსი - 5 დადებითი პასუხი ინტერში

"ინტერში" კორონავირუსის აფეთქებდა მოხდა. მილანურ გრანდში 5 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა, რომელშიც დაინფიცირებული 4 ადამიანის ვინაობას ვიგებთ, ხოლო მე-5 ადამიანის სახელი არ დასახელდა.

ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, რომ "ინტერის" სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო, გუნდის აღმასრულებელი დირექტორები მაროტა და ალესანდრო ანტონიელი, კლუბის იურისტი ანჯელო კაპელინი და ტექნიკური პერსონალის ერთ-ერთი წევრი დაინფიცირდნენ.

პროტოკოლის თანახმად, კლუბის ყველა წევრი ამჟამად "ინტერის" საწვრთნელ ბაზაზე კარანტინში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ 3 დღეში, 28 თებერვალს "ნერაძური" სერია ა-ს ეგიდით "ჯენოას" უნდა შეხვდეს. ჯერჯერობით ცნობები იმის შესახებ, დაინფიცირდა თუ არა რომელიმე ფეხბურთელი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტეს გუნდი 23 ტურის შემდეგ სერია ა-ს 53 ქულით ლიდერობს და თანაქალაქელ "მილანს" 4 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები