„მის შეძენას მაქსიმუმ 10 კლუბი შეძლებს
Aa
Aa

„მის შეძენას მაქსიმუმ 10 კლუბი შეძლებს" - რაიოლამ ჰოლანდზე ისაუბრა

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, მინო რაიოლამ თავისი კლიენტის, ერლინგ ჰოლანდის პოტენციალზე ისაუბრა. რაიოლა დარწმუნებულია, რომ ნორვეგიელი უდიდეს წარმატებას მიაღწევს და თვლის, რომ მისი გაფორმების შესაძლებლობა ბევრ კლუბს არ ექნება.

„აშკარაა, რომ ერლინგის სახით საქმე ფეხბურთის ახალ ვარსკვლავთან გვაქვს, რადგან ასეთ დონეზე და ასეთ ასაკში ურთულესია გააკეთო ის, რასაც ჰოლანდი აკეთებს. იგი მომდევნო დეკადის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იქნება.

ყველანი ვხედავთ, რომ იბრაჰიმოვიჩი, რონალდუ და მესი იმ ასაკში არიან, რომ ჩვენს თავს ასეთ კითხვას ვუსვამთ: „კიდევ რამდენი ხანი შევძლებთ მათი ფეხბურთით ტკბობას“? გამომდინარე აქედან, ახალ თაობაზე უდიდესი ყურადღებაა გამახვილებული.

მაქსიმუმ 10 კლუბს შეუძლია, თავს ჰოლანდის შეძენის უფლება მისცეს და მათგან 4 პრემიერ ლიგის წარმომადგენელია. ვფიქრობ, მსოფლიოში არ არსებობს მწვრთნელი ან სპორტული დირექტორი, რომელიც იტყვის, რომ ჰოლანდის საკუთარ გუნდში ხილვით დაინტერესებული არაა. ეს იგივეა, ფორმულა 1-ის საჯინიბო იყო და ლუის ჰამილტონის გადაბირება არ გსურდეს“.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელ ახალგაზრდას ბუნდესლიგის 32 შეხვედრაში 30 გოლი აქვს გატანილი და ჩემპიონთა ლიგაზეც ბრწყინავს. 20 წლის თავდამსხმელმა ახლახან როი მაკაის რეკორდი დაამხო და ერთი გუნდის მაისურით 10 გოლი ყველაზე სწრაფად გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები