Aa Aa
23 თებერვალი 2021  |  00:55

ალაბას მორიგი მსურველი გამოუჩნდა - ავსტრიელისთვის პსჟ იბრძვის

მიუნხენის „ბაიერნის“ ცენტრალური მცველი, დავიდ ალაბა ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და მისი გადაბირება რამდენიმე კლუბს სურს. აქამდე „რეალისა“, „სიტის, „მანჩესტერისა“ და „ჩელსის“ შესახებ იწერებოდა, ახლა კი მათ რიგებს პსჟ შეუერთდა.

Sky Sport Deutschland-ის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენის“ ინტერესი დიდია და ფრანგული გრანდი ალაბას დასაყოლიებლად უკან არაფერზე დაიხევს. გერმანული გამოცემის ჟურნალისტის, მაქს ბილეფელდის ცნობით, ალაბა პარიზელთა პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფის უკვე ესაუბრა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ესპანურ პრესაში ავსტრიელს მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ და ამ ინფორმაციას ბილეფილდიც ადასტურებს, რომელიც აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ალაბას მთავარი პრიორიტეტი კარიერის ესპანეთში გაგრძელებაა.

შეგახსენებთ, რომ ალაბა „ბაიერნის“ ძირითად გუნდში 2010 წლიდან თამაშობს. „რეკორდმაისტერის“ რიგებში მან 416 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 33 გოლი და 50 შედეგიანი გადაცემაა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში