Aa
Aa

თავის დაზიანება - ოსიმენმა წუხანდელი ღამე ჰოსპიტალში გაატარა

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი „ატალანტასთან“ მატჩისას მძიმედ დაშავდა და წუხანდელი ღამე ბერგამოს ერთ-ერთ ჰოსპიტალში გაატარა.

ნიგერიელი ფეხბურთელი მეტოქის მცველ კრისტიან რომეროს შეხვედრის ბოლო წუთზე შეეჯახა და თავის დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც იტალიური პრესა წერს, ამჟამად ოსიმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას თავის ტრავმა აქვს, თუმცა ჩატარებული ტესტის მიხედვით, გართულებები მოსალოდნელი არაა და ექიმები ვითარებას სრულად აკონტროლებენ.

ოსიმენის „ნაპოლიმ“ ბერგამოში გასვლითი შეხვედრა 2:4 წააგო და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით დაშორდა. ნეაპოლელები შემდეგ ტურში „ბენევენტოს“ უმასპინძლებენ, იქამდე კი ხუთშაბათს, „გრანადასთან“ ევროპა ლიგის ეგიდით ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები