ბრწყინვალე გამარჯვება და მე-7 ადგილი  - ქართველმა წყალბურთელებმა კანადელებს სძლიეს
Aa
Aa

ბრწყინვალე გამარჯვება და მე-7 ადგილი - ქართველმა წყალბურთელებმა კანადელებს სძლიეს

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ოლიმპიური თამაშებისთვის შესარჩევ ტურნირზე მე-7 ადგილი დაიკავა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა წყალბურთელებმა კანადელები 18:10 დაამარცხეს.

პირველი პერიოდი საქართველომ 4:2 მოიგო. მეორე პერიოდში ქართველთა უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა, როცა საქართველომ 8:3 მოიგო. მესამე პერიოდი საქართველოს უპირატესობით გაგრძელდა - 3:2, ხოლო მეოთხე პერიოდი ფრედ დასრულდა - 3:3.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რევაზ იმნაიშვილი დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა კანადას ჯგუფურ ეტაპზეც სძლია ანგარიშით 14:11.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ბრაზილიაც დაამარცხა, ქართველებმა სამხრეთამერიკელებთან 12:8 მოიგეს.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 2 მოგებითა და 2 მარცხით მესამე ადგილზე გასვლა შეძლო და ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია, რაც ასევე დიდი წარმატებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები