მატერაცი:
Aa
Aa

მატერაცი: "იბრა თუ ლუკაკუ? მე ბელგიელს ვირჩევ"

იტალიის ნაკრებისა და "ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო მატერაციმ მოახლოებულ მილანურ დერბიზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე და რომელუ ლუკაკუზე ისაუბრა.

""ინტერს" უნაკლო ფეხბურთის თამაში სჭირდება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოიგებენ. მათ უნდა გაიხსენონ, თუ როგორ დაამარცხეს "იუვენტუსი" და ამით იხელმძღვანელონ.

"მილანი" პატივისცემას იმსახურებს, რადგან ისინი სპორტულ სასწაულს სჩადიან. იმედი მაქვს "ნერაძური" მათზე მაღლა დაასრულებს სეზონს, რადგან კონტეს გუნდი ბევრად უკეთესია.

იბრაჰიმოვიჩს განსაკუთრებული თვისებები აქვს. მას არასდროს უნდა წაგება. ნათქვამია, რომ მე ზლატანსა და ლუკაკუს შორის ბელგიელს ვირჩევ, რადგან ის ჩვენი თავდამსხმელია და გაცილებით ახალგაზრდაა" - განაცხადა მატერაციმ

შეგახსენებთ, რომ მარკო მატერაცი "ინტერის" ღირსებას 2001 წლიდან 2011 წლის ჩათვლით იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა "ნერაძურის" მაისური 276-ჯერ მოირგო და 20 გოლი გაიტანა. ცნობისთვის, "დერბი დელა მადონინა" 21 თებერვალს თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები